ახალი ამბები
ხადური მთავრობის სახლზე - შენობა არის მოუხერხებელი
FaceBook
"მეეჭვება რომ 80 მილიონ დოლარად გაიყიდოს"


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის ყოფილი სახლის შენობა მოუხერხებელია. ხადურის თქმით, აღნიშნული შენობა გაიყიდება. თუმცა, აღნიშნა, რომ ვიდრე რამე ფუნქცია არ მიეცემა, ისე ინვესტორი არ დაინტერესდება.
"შენობა არის მოურხებელია. მეეჭვება რომ 80 მილიონ დოლარად გაიყიდოს. ინვესტორები ისე არ იყიდან თუკი რაიმე ფუნქცია არ იქნება", - განმარტა  ნოდარ ხადურმა ქუთაისში შეხვედრის დასრულების შემდეგ. 
პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  დღეს იმერეთის  რეგიონში  ვიზიტისას  განმარტა, რომ ქუთაისში მდებარე მთავრობის ყოფილი სახლის შენობა შესაძლოა გაიყიდოს.
თეკლე მორგოშია
Print