ახალი ამბები
რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის 55 კილომეტრიან მონაკვეთზე (138კმ–193კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები ასევე მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზე, კერძოდ ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35კმ–72კმ–ზე.

ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალვები მიმდინარე წლის 21 იანრიდან მოქმედებს.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება, ნაქერალას უღელტეხილზე კი შეზღუდვები ჯერჯერობით არ მოიხსნება.

Print