ახალი ამბები
ბუჩქებს სიცივის გამო სძინავთ - სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ნიკეას ქუჩაზე (ფოტო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აცხადებს, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ გამყოფ კუნძულებზე მცენარეები გამხმარია.

მისი თქმით, ნაძვის ბუჩქების 90%, განადგურებულია.

გოგი წულაიას ბრალდებას კონტრაქტორი კომპანია უარყოფს. შპს "საქმილსადენმშენის" დირექტორის განცხადებით, მცენარეები გამხმარი არაა და ბუჩქებს მხოლოდ სიცივის გამო სძინავთ. ავთანდილ ლომთაძის თქმით, ბუჩქების გახმობის ალბათობა, მაქსიმუმ 1 ან 2% –ია.

"მარტის ბოლოს ვისაუბროთ თუ იქნება გამხმარი. ეს ბუჩქები რომც გახმეს, პასუხისმგებელნი ვართ, რომ ახალი უნდა დავრგოთ 1 წლის განმავლობაში. ამის ვალდებულება აქვს კომპანიას ხელშეკრულებით", – ამბობს ავთანდილ ლომთაძე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელმაც ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის თანხები გამოყო, განმარტავენ, რომ თუკი კონტრაქტორმა კომპანიამ მცენარეები არასწორად დარგო, პრობლემას აღმოფხვრიან.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც 7 მლნ ლარი დაიხარჯა, 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა.


Print