ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი ევროპაში
FaceBook
,,ეს არის უნიკალური კურორტი, შეგვიძლია თამამად შევადაროთ, ისეთ ცნობილ კურორტებს როგორიცაა ბადენ- ბადენი და კარლოვივარი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს ცენტრალური პარკი, მეექვე აბაზანა და ცივი ტბა დაათვალიერა.
,,ეს არის უნიკალური კურორტი, შეგვიძლია თამამად შევადაროთ, ისეთ ცნობილ კურორტებს როგორიცაა ბადენ- ბადენი და კარლოვივარს, ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები, საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა, აღსანიშნავია, რომ ფრანგული კომპანია ,,ვიჩი"" დაინტერესებულია ამ კუთხით, ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, დარწმუნებული ვარ წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში"- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
წყალტუბოში პირველი გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომლის თქმით, საქართველოში უნდა აღორძინდეს სამკურნალო ტურიზმი.
"წყალტუბო ყოველთვის იყო ამის ცენტრი, აქ 160 ათასამდე დამსვენებელი ჩამოდიოდა, ეს იყო ზღაპრული კურორტი და ჩემი ოცნებაა
აღიდგინოს ზუსტად ეს დანიშნულებამ" - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განცხადებით, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები.
"გაუმჯობესდება ტურისტულ ცენტრებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს," - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ათი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების პარალელურად განახლდა და თანამედროივე აპარატურით აღიჭურვა ბალნეოლოგიური აბაზანები. წყალტუბო მიმდინარე წლის საკურორტო საზონზე უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელს და ტურისტს ელოდება.

Print