ახალი ამბები
სტუდენტებისთვის მობილობაზე რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების შეცვლის მსურველი სტუდენტებისთვის მობილობა დაიწყო.

ამისთვის ისინი ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge. უნდა დარეგისტრირდნენ.

2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 იანვარს 12:00 საათზე დაიწყება და 2 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან, შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ.

მათივე თქმით, ასევე, იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის რეესტრის სამმართველო სტუდენტებს დახმარებას გაუწევს: ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3599).

მობილობის საფასური 40 ლარია, სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში საქართველოს 56 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. მათ შორის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ქუთაისის უნივერსიტეტი. ქვეყნის მასშტაბით სულ მობილობა 9876 ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული.

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობს 11 უმაღლესი სასწეავლებელი. მათ შორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის "საზოგადოება ცოდნა", დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, ამერიკის ბიზნესის აკადემია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, სასწავლო უნივერსიტეტი "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი", ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მობილობის შედეგები 2017 წლის 7 თებერვალს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეებს მიმდინარე წლის 23 და 31 იანვარს 11:00 საათზე სთავაზობს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებისგან მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ.

Print