ახალი ამბები
ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას ზურაბ დათიაშვილი უხელმძღვანელებს.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა, ყოფილი დირექტორი კი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ზურაბ დათიაშვილი ყოფილი ნოჩბოსანია. ის, ასევე ნიჩბოსნობის სკოლაში მწვრთნელად მუშაობდა და ამავე დროს ქუთაისის ჯომარდობის ნაკრების ხელმძღვანელი გახლავთ.

ქუთაისში ნიჩბოსნობის სკოლა 1873 წლიდან ფუნქციონირებს. ის საქართველოში ერთადერთია, სადაც კანოე–კაიაკისა და აკადემურ ნიჩბოსნობასთან ერთად ჯომარდის სახეობაც არსებობს.

ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლაში, რომელიც მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ექვემდებარება, ამ დროისთვის 60–მდე ბავშვი ვარჯიშობს.




Print