ახალი ამბები
ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულის ნაგავსაყრელზე, რომელიც მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.


ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ტერიტორიის შემოღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და წყალარინების არხების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.

უწყების ცნობით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენები საიზოლაციო ფენით იფარება, ასევე მიმდინარეობს მიწის კავალიერების მოწყობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის.

ნაგავსაყრელი აღიჭურვება სპეც-ტექნიკითა და მოეწყობა სამეურნეო ზონა.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში.

"ნარჩენები კი გადაიფარება მიწის საიზოლაციო ფენით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას," – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ტყიბულის ნაგავსაყრელი 32 739 კვ.მ ფართობს მოიცავს. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველთვიურად 455 მ/კუბი ნარჩენი შედის.

ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 251 957 ლარით
დაფინანსდა.


Print