ახალი ამბები
ქუთაისში დიაკონის სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს
FaceBook
სამართალდამცავებმა სალხინოს მამათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.

შემთხვევა ქუთაისში მიმდინარე წლის 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა.

დიაკონი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ხოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – ამბობს დიაკონი გიორგი ჯახუა.

ის, ასევე, სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, ხელები გადახვიეს და "სელფის" გადაღება აიძულეს. რაც შეეხება იარაღს, დიაკონი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო.

"ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – ამბობს გიორგი ჯახუა.

ქუთაისიპოსტი სალხინოს მამათა მონასტერს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი ჯახუა 2010 წლამდე, ერთი წლის განმავლობაში მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინაროებს. 





Print