ახალი ამბები
ქუთაისში შეხვედრაზე მყოფ პრემიერთან ადგილობრივი მეწარმეები არ დაუშვეს
FaceBook

ქუთაისელი მეეწარმეები ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" მყოფ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივი მეწარმის, დათო გელენიძის განმარტებით, შეხვედრაზე შესვლა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დაუშალეს.
"აქ იმიტომ მოვედი რომ ჩემი პროექტით შევხვედროდი პრემიერს, თუმცა აქ თურმე მხოლოდ გაბღენძილ მეწამეებს ხვდებიან ადა არა ჩემნაირ რიგით მეწარმეს,"- ამბობს გელენიძე.
მისივე თქმით, ქართული ბაზარი მთლიანად გერმანელებს აქვთ დაპყრობილი, რის გამოც ადგილობრივ მეწარმეებს განვითარების პერსპექტივა არა აქვთ.
"უცხოელები მუშაობენ, ჩვენ კი ვიბლოკებით,"-ამბობს გელენიძე.
გელენიძის მსგავსად, სასტუმრო "ბაგრატთან" პრემიერთან შეხვედრის მიზნით, რამდენიმე ადგილობრივი მეწარმე იმყოფება.
თეკლე მორგოშია

 

Print