ახალი ამბები
ქუთაისში "კოლხური შადრევანი" დაზიანებულია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ "კოლხური შადრევნის" აუზს გარე ფასადი დაზიანებული აქვს.

კერძოდ, მწყობრიდანაა გამოსული აუზის კედლები.

როგორც გაირკვა, ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, შადრევნის აუზის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ფაქტზე მუშაობას დაიწყებენ.

"შეიძლება, გუშინ არ იყო და დღეს მოხდა. ასე, რომ გავალთ და შევამოწმებთ", - ამბობს მალხაზ ბასილაძე.

"კოლხური შადრევანი" ქუთაისში 2011 წლის 2 მაისს გაიხსნა.

Print