ახალი ამბები
ქუთაისის "ბოტანიკური ბაღიდან" 10 თანამშრომელი, მათ შორის დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ "ბოტანიკურ ბაღში", რეორგანიზაციის შედეგად, 4 შტატი გაუქმდა, ხოლო სამსახური 10–მა თანამშრომელმა დატოვა.

გათავისუფლებულთა შორისაა, დირექტორის მოადგილე, დავით ზალკალიანი.

სამსახურის გარეშე, ასევე, ორი მოლარე, არქიტექტურისა და სამეცნიერო მიმართულების სპეციალისტები და ერთი მებაღე ქალბატონი დარჩა.

ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ქალაქის მერიასთან შეთანხმებით მიიღო.

"ვეცადეთ ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო თანამშრომლებისთვის ეს პროცესი", – განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

ქუთაისის "ბოტანიკურ ბაღში" რეორგანზაცია მიმდინარე წლიდან დაიწყო.

"ბოტანიკური ბაღის" გარდა, საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებები მერიის სხვა ააიპ დაწესებულებესაც შეეხო.


Print