ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის აშენების საჭიროება არ იყო. 

"რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს. ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და მთავრობის სახლს, რომელიც 80 მილიონი დაჯდა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Print