ახალი ამბები
NDI – გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს
FaceBook
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის, 66% კი, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

კვლევის ავტორების განცხადებით, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ის თქმით, გაუარესდა.

ამასთან, გამოკითხულთა 56 % მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები გასული წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა.

შერჩევის საფუძველზე 3 141 პირი გამოიკითხა. კვლევის ავტორების ცნობით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს, კველვას კი CRRC-საქართველო ატარებს.




Print
თეგები: #კვლევა #NDI