ახალი ამბები
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება
FaceBook

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესი დამტკიცდა.



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაამტკიცებული რეგულაციით, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას თითოეული სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს.

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.


პირველ ეტაპზე იმ კატეგორიის ბავშვები გაივლიან რეგისტაცაიას, რომელთა და-ძმაც ამ საჯარო სკოლაში სწავლობს, რომელთა მშობელი ან მზრუნველი ამავე საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება.

პირველ და მეორე ეტაპებზე, თავისუფალი ადგილების დარჩენის შემდეგ, პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოცხადდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში. პროცედურებს ის საჯარო სკოლები უზრუნველყოფენ, სადაც მშობელს ან კანონიერ მეურვეს სურს მოსწავლე ჩარიცხოს.

სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ , საჯარო სკოლებში დოკუმენტაციის მიღების ვადები გამოცხადდება.

თუ მშობელმა დადგენილ დროში არ წარადგინა შესაბამისი საბუთები, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.


 

Print