ახალი ამბები
ლადო ასათიანის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
FaceBook
ქართველი პოეტი, ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა.

საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დასრულების შემდეგ კი სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა.

ახალაგზრდა ასაკში პოეტი ტუბერკულოზით დაავადდა. 1939 წელს ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, თუმცა ავადმყოფობის გამო უკან დააბრუნეს.

1940-1941 წლებში ლადო ასათიანის ლექსების პირველი კრებული გამოიცა, რომლის მხოლოდ 10 ეგზემპლარი გამოსცეს, დანარჩენი კი არასაბჭოური სულისკვეთების გამო გაანადგურეს.

1943 წლის 23 ივნისს, მძიმე სენით დაავადებული პოეტი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად, ის თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

Print