ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბავშვთა სოფლის მოსწავლეების სამ საგანში მომზადებას დააფინანსებს
FaceBook

ქუთაისის მერია „SOS ბავშვთა სოფლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო მხარდაჭერისთვის" ტენდერს აცხადებს.


ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 12 იანვარს 8 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა (SPA170000848) გამოაცხადა. სადაც, განაცხადების მიღება 2017 წლის 25 იანვარს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ „SOS" ბავშვთა სოფლის 19 მოსწავლის სამ საგანში ისტორიაში, ინგლისურსა და ზოგად უნარებში, მომზადება უნდა უზრუნველყოს.

ბავშვთა სოფლის მე-5-ე კლასიდან მე-8-ე კლასამდე 7 მოსწავლე ინგლისურ ენაში, ხოლო 12 აბიტურიენტი სამივე საგანში გაივლის მომზადებას.

"სამივე საგანში მომზადდებიან მოსწავლეები. რადგან ყველას არ აქვს სურვილი გააგრძელოს სწავლა, ამიტომ შეირჩა მხოლოდ 19 მოსწავლე", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსწავლეების მეცადინოება ჯგუფურად 15:00 საათიდან 19:00 საათის შუალედში, კვირაში 3 დღე ჯგუფირად უნდა მოხდეს. მეცადიონეობის ხანგძლივობა დღეში არანაკლებ 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

დოკუმენტაციის მიხედვით, პედაგოგებს, რომლებმაც უნდა მოამზადოს ბავშვთა სოფლის მოსწავლეები, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეთ.

ადგილობრივი თვითმმართველობა „SOS" ბავშვთა სოფელში, მოსწავლეთა გადამზადების პროექტს უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.

2016 წელს ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან „SOS" ბავშვთა სოფლის მოსწავლეთა სხვადასხვა საგნებში მომზადებისთვის 8000 ლარი იყო გამოყოფილი.

 

Print