ახალი ამბები
შვილის ცემაში ბრალდებულ მამას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელი შეუფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეცხრეკლასელი შვილის ცემაში ბრალდებული მამის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 11 იანვარს შედგა.

უწყების მიეწ მოწოდებული ინფორმაციით, შვილის ცემაში ბრალდებულ მამას არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა.

თუმცა, საქალაქო სასამართლო სასჯელის ზომას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულს ადვოკატი არ იცავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ქუთაისში საჯარო სკოლის ეზოში მეცხრეკლასელი შვილის ცემაში ბრალდებული მამა საპარტულო პოლიციამ გასული წლის 7 დეკემბერს დააკავა.


Print