ახალი ამბები
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

დაკავებული 1984 წელსაა დაბადებული.

მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ის 21 გრამ ჰეროინს შეიცავს.

პოლიციამ, ასევე, 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" ამოიღო.

შსს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


Print