პოლიტიკა
ყოფილი "ნაციონალები" პოლიტიკურ საქმიანობას "ევროპული საქართველოს" პლატფორმაზე გააგრძელებენ
FaceBook
ყოფილი "ნაციონალები" პოლიტიკურ საქმიანობას პარტია "ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ, რომელსაც, შესაძლოა, სახელწოდება შეეცვალოს.


გიგი უგულავას ინფორმაციით, ასევე, მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც განხორციელდეს.

პარტია "ევროპული საქართველო", "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, საარჩევნო ბლოკის სახით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. ის კვალიფიციურ სუბიექტს წარმოადგენს და  საბიუჯეტო დაფინანსებითაა  უზრუნველყოფილი.

"ევროპული  საქართველოს" სახელით პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ადასტურებს გიგი უგულავა და აცხადებს, რომ  ამ  პლატფორმას აუცილებლად გამოიყენებენ. პარტიის თავმჯდომარედ კი  დავით ბაქრაძეს უჭერს მხარს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 12 იანვარს გააკეთეს.

პარტია დატოვა ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა, პოლიტსაბჭოს წევრებმა და პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძეც გაემიჯნენ.



Print