ახალი ამბები
ქუთაისის "ბოტანიკურ ბაღს" 10–მდე თანამშრომელი დატოვებს
FaceBook
ააიპ ქუთაისის "ბოტანიკურ ბაღში" თანამშრომელთა მეოთხედის შემცირება იგეგმება.


საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯების 10%–ით დაზოგვის ფარგლებში, სამსახურის გარეშე, სავარაუდოდ, ბაღის 10–მდე თანამშრომელი დარჩება.

"8–დან 10–მდე თანამშრომელი დაგვტოვებს, რაც საერთო რაოდენობის 20–25%–მდეა. ძალიან რთული სიტუაციაა. არც ერთი ადამიანი არ არის ისე, რომ ბანკის ან სხვა ვალი არ ჰქონდეს. ამ საახალწლოდ კი, განსაკუთრებით რთულია ყველასთვის სამსახურის დაკარგვა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასეა", – ამბობს ააიპ "ბოტანიკური ბაღის" დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი.

მისივე თქმით, ბაღის 43–ივე თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა უკვე ამოეწურა, ხოლო, ვისთან გაფორმდება ახალი ხელშეკრულებები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ქუთაისის "ბოტანიკურ ბაღს" მიმდინარე წელს ბიუჯეტიც შეუმცირდა. 2016 წელთან შედარებით ააიპ-ს 43 000 ლარით ნაკლები დაერიცხა, რაც 172 000 ლარს შეადგენს.

Print