ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსნებს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
FaceBook

ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის და მისი მოადგილის, ბექა ყანჩელი გასულ წელს მოსკოვში მივლინების საჯაროობას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები გამოდიან. ისინი ვარაუდობენ, რომ ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსნები მივლინების სახელით რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლება ჩასულიყვნენ და ეწარმოებიათ მოლაპარაკება, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ მდგომარეონბაში და არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე მეეჭვება, რომ ისინი სპეცსამსახურებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მივლინების ხარჯზე," - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე.

გოქაძე, ქუთაისის მერსა და გუბერნატორს მოუწოდებს, რომ ამ საკითხზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

"აუცილებელია ჩატარდეს რიგგარეშე საკრებულოს სხდომა, სადაც მოხდება განმარტება მათი მივლინების მიზეზის," - აცხადებს გოქაძე.

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ რომ მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებები აბსურდულია.

" თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა ნორმალურ მუნიციპალიტეტში მოწადინებულნი არიან კარგად იყოს წარმოჩენილი ქვეყნის, მხარის და ქალაქის ტურისტული პოტენციალი, ჰყავდეს მეტი ტურისტი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტურისტის მიერ შემოტანილი თანხა დაიხარჯოს და დარჩეს ადგილზე. აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ქუთაისის წარმომადგენლობის ვიზიტიც", – აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში.


არასამთვრობო ორგანიზაცია ადგილობრივი წარმოამდგენლობითი ორგანოს მაღალჩინოსნების მოსკოვში ვიზიტით ქუთაისიპოსტზე საკრებულოს წევრების 2016 წელს სამივლინებო ხარჯებზე გასული მასალის შემდეგ დაინტერსედნენ.




 

Print