ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელებში ყავის აპარატის და ბანკომატების მოწყობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, სატრანსპორტო გაჩერებებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოლაპარკებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

საუბარია, მოსაცდელებში ბანკომატის, ყავის აპარატის და მცირე ზომის საკონდიტროების განთავსებაზე.

ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა შპს "ფერტუნა მედიამ" უნდა განახორციელოს, რომელიც ახლა კომპანია "ვისოლს" ეკუთვნის. მას ქალაქში მოსაცდელების მოწყობის ვალდებულება 2010 წელს ჰქონდა აღებული.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე პარტნიორთან. თუ შესაბამის პირობებზე შეთანხმდებიან, მოხდება ყავის აპარატების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა", - განუმარტეს ქუთაისიპოსტს "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ადგილობრივ თვითმმართვრლობაში განმარტავენ, რომ  კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქის ტერიტორიაზე  არსებული სატრანსპორტო გაჩერებების აზომვითი სამუშაოები განახორცილეს. 

ქუთაისში დაახლოებით, 111 სატრანპორტო გაჩერებაა. აქედან, მხოლოდ 42 ადგილზე არის მოსაცდელი ჯიხურები მოწყობილი.   

ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელებში ბანკომატის, ყავის აპარატის და მცირე ზომის საკონდიტროების განთავსების საკითხი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა გასულ წელს გააჟღერა. მისი თქმით, საწყის ეტაპზე ძველი მოსაცდელები, შესაძლოა, იმ უბნებში გადაიტანონ, სადაც აქამდე გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო.


Print