ახალი ამბები
რით ვუშველოთ დედამიწას?! - კონფერენცია ქუთაისში
FaceBook
14-დან 24 აპრილის ჩათვლით ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების დღეები აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში. კონფერენცია ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მესამე კლასელებმა მოაწყვეს თემაზე - რით ვუშველოთ და გადავარჩინოთ დედამიწა?! 
"გავაკეთეთ რამდენიმე გამოფენა და დავრგეთ ხეები ქუთაისის 45- ე საჯარო სკოლასთან ერთად", - აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა მე-9 სკოლის პედაგოგმა, შორენა გიორგაძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ბაშვების მიერ შესრულებული ნახატები, რომელიც დედამიწაზე არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას ასახავდა.
ეკა კუხალაშვილი

Print