ახალი ამბები
ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიმა ქალაქის ცენტრში, სადაც "მაკდონალდსი" უნდა აშენდეს, 112 გამოიძახა.

წულაია ამის მიზეზად, ობიექტის მშენებლობის განსახორციელებლად მოსამზადებელ სამუშაოებს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, უნებართვოდ მიმდინარეობს.  

"კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ნებართვის გარეშე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და ამიტომაც ის უნდა დაჯარაიმდეს", - განაცხადა წულაიამ.

გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე  საპატრულო პოლიცია მივიდა. 112-ის წარმოამდგენლებმა წულაიას საჩივარი მოისმინეს და განუმარტეს, რომ დაჯარიმებაზე ოქმს კომპანიაში მოკითხვის შემდეგ დაწერენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ე.წ. ქუჩის საათს ადგილს შეუცვლიან


ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

Print