ახალი ამბები
ქუთაისის მერია სატელევიზიო გადაცემის მომზადებისთვის 35 000 ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, პროექტის "ანგარიში ხალხს" მიხედვით, სატელევიზიო მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს.

სატელევიზიო გადაცემის მომზადებისთვის 35 000 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 10 იანვარს გამოცხადდა, სადაც წინადადების მიღება 2017 წლის 12 იანვრიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურე ტელევიზია უნდა იყოს ავტორიზირებული და მაუწყებლობას საკუთარი სიხშირით ახორციელებდეს.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია პროექტის "ანგარიში მოსახლეობას" ფარგლებში, სატელევიზიო მომსახურება
2017 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელოს. ასევე, მან უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მიწვევა საღამოს ეთერში.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში, მინიმუმ 90 წუთიანი გადაცემა უნდა მომზადდეს, რომელიც თვეში 4 ჯერ გავა ეთერში.

მასში მოწვეული უნდა იყვნენ მოქალექეები და მომზადდება სიუჟეტი მოსახლეობის პრობლემების შესახებ.

ასევე, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გადაცემა ეთერში გასვლამდე დაანაონსოს და ეთერში გასვლის შემდეგ, მეორე დღეს კი მისი განმეორება უზრუნველყოს.

ამავე დროს, მომსახურე ტელევიზიამ უნდა მოხდინოს ვიდეო ჩანაწერების დაარქივება.


Print