ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხი ტორპედოელი ითამაშებს
FaceBook
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში "ტორპედოს" ოთხი ფეხბურთელი ითამაშებს.

ამის შესახებ საფეხუბთო კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება.

როინ კვასხვაძე, ბექა ტუღუში, გიორგი ქიმაძე და ოლეგ მამასახლისი – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სლოვაკმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გამოიძახა.

ტორპედოელები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიმდინარე წლის 23 და 25 იანვარს იორდანიისა და უზბეკეთის გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.




Print