ახალი ამბები
ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში კომპანია "მაქსიმის" 300–მდე მძღოლი მგზავრთა გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

მძღოლების განცხადებით, საწვავის გაძვირების მიუხედავად, მათი კომპანია ტარიფს არ ზრდის, რის გამოც აღნიშნული სატარიფო განაკვეთით მათთვის მუშაობა შეუძლებელია.

აქციის მონაწილეებს, კომპანია "მაქსიმში" გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტარიფი უკვე გაზრდილია, მძღოლების პროტესტი კი მათთვის გაუგებარია.

1 იანვრის შემდეგ ქუთაისში კერძო ტაქსებმა მგზავრობის ღირებულება უკვე გააძვირეს.
Print