ახალი ამბები
შსს–მ ვანში ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.


1998 წელს დაბადებულ გ.გ–ს ბრალად საკუთარი ძმის მკვლელობა ედება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 24 წლის ძმას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლეობაში ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს. მისი დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

Print