ახალი ამბები
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები დაასახელა
FaceBook
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გამართა. ფინალისწინა გადამწყვეტ ორრაუნდიან ორთაბრძოლებში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, ხოლო ტურინის "იუვენტუსი" – მადრიდის "რეალს".
ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5 და 6 მაისს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 12/13 მაისს.
ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება ბერლინში "ოლიმპშტადიონზე" 6 ივნისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის გამარჯვებული მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

Print