ახალი ამბები
ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გზა გაჭრეს
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კონტრაქტორი, თურქული კომპანია SMK ახორციელებს.

ადგილზე დასაქმებულთა თქმით, სამუშაოები ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

"თუ მიწის ქვეშ არ დაგვხვდა სირთულეები, ერთ კვირაში უნდა დავასრულოთ",–აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები.

გუგუნავას ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ერთ–ერთია, სადაც წყლის სისტემის შეცვლა მიმდინარე წელს დაიწყო.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, 2017 წელი ინფრასტრუქტურულად კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული წელი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს წყლის სისტემა ქალაქში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შეიცვლება, რაც გარკვეულ შეფერხებებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, მოსახლეობამ ეს უნდა მოითმინოს.

წყალგაყვანილობის სისტემის შეცვლის სამუშაოებს კომპანია SMK განახორციელებს. 



Print