ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 150-მდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა
FaceBook

2016- 2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 143 სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს აწსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა განუცხადა.

"სულ შემოვიდა 143 განაცხადი და ყველა მათგანი დაკმაყოფილდა. სტუდენტებს სწავლის საფასური 100-დან 300 ლარამდე თანხის დავუფინანსეთ,"- განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის წერეთლის უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბიუჯეტიდან 24 550 ლარი გამოიყო.

გიორგი ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება 2016- 2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც იგეგმება.

 

Print