ახალი ამბები
სოფელ შორაპანთან მთის მასივის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი გზა გახსნილია
FaceBook
ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანთან  მთის მასივის ჩამოშლის შედაგად ჩაკეტილი გზა გახსნლია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე მონაკვეთზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

სოფელ შორაპანთან 8000–მდე კუბი მიწა–კლდოვანი მასა 6 იანვრის ღამეს ჩამოიშალა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება  აიკრძალა.

ამ დრომდე მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით იყო შესაძლებელი.




Print