ახალი ამბები
ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო
FaceBook
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე – თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა სულ 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინები შემდეგნაირად გადანაწილდება – შერვაშიძის ქ. N53 კორპუსში – 160 ბინა, აღმაშენებლის ქ. N12 – 184 ბინა და ერისთავის ქ. N7 – 43 ბინა.



Print