ახალი ამბები
ქუთაისში სუს-ის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ბინა გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ბინა გაქურდეს.

სუს-ის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ბალახვანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით ძარცვის მომენტში იგი სახლში არ იმყოფებოდა.

როგორც ქუთისიპოსტის ჟურნალისტს დაზარალებულის მეზობლებმა განუცხადეს,  ძარცვის ფაქტის შესახებ მათაც შეიტყვეს,თუმცა დეტალური ინფორმაცია არ გააჩნიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, აღნიშნული ძარცვის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა, თუმცა უწყებაში აცხადებე,ნ რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოიკვლევენ.

Print