ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, სავარუდოდ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება
FaceBook
ზესტაფონის სოფელ შორაპანთან მთის მასივის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილ გზაზე მოძრაობა სრულად, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188–ე კილომეტრზე, მთის მასივი 6 იანვარს ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ შორაპანთან დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები სწავლობენ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით არის შესაძლებელი.
Print