ახალი ამბები
ქუთაისის მერი - ვერც ერთ მრჩეველს შეველევი
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს დაანონსებული რეორგანიზაცია მის მრჩევლებს არ შეეხება.

ქალაქის მერის შეფასებით, მრჩევლები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებენ.

"ვერც ერთ მრჩეველს შეველევი და არც უნდა შეველიო. ყველა ეს ადამიანი ემსახურება საზოგადოების ფენებთან სწორ კომუნიკაციას. ყველა კარგად ასრულებს თავის საქმეს. იუმორი კარგია, მაგრამ ვინ რას აკეთებს და რა უკეთებია, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი, ამ მხრივ არიან მრჩევლები", - ამბობს ქუთაისიპოსტისთვის მიცემულ ინტევიუში ქალაქის მერი.

ერთ-ერთი მრჩევლის, თემურ ლანჩავას განმარტებაზე იმის შესახებ, რომ ის ქალაქის მერმა თანამდებობაზე ვალების გამო დანიშნა, მურღულია ამბობს:
– "საინტერესო ციტატა იყო. მე მეგონა, ავტორმა იხუმრა".

ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ხუთი მრჩეველი ჰყავს.

ზურაბ ხურციძე, ოთარ ჩიხლაძე, მამუკა კუბლაშვილი, მამუკა ჭონიშვილი და თემურ ლანჩავა - ასეთია იმ ადამიანთა სია, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის პირველი პირისთვის, სხვადასხვა საკითხებზე რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად არიან დასაქმებულნი.

ამ და სხვა საკითხებზე შოთა მურღულიასთან ინტერვიუ სრულად იხილეთ ქუთაისიპოსტზე მალე.


Print