ახალი ამბები
სამტრედიაში კახა კალაძის ინციატივით საშობაო კონცერტი გაიმართება
FaceBook
სამტრედიის ცენტრში დაგეგმილ საშობაო კონცერტზე ადგილობრივებთან ერთად მოწვეული შემსრულებლები იმღერებენ.
კონცერტი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინიციატივით ტარდება.

"კახა კალაძეს ჩამოყავს და ორგანიზებასაც თავად აკეთებს. ყოველთვის ჩამოდის და ახლაც ველოდებით",-აცხადებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

სამტრედიის სადგურის მიმდებარე ტერიტორაზე დაგეგემილ საშობაო კონცერტზე ადგილობრივი ანსამბლი "ლადი" იმღერებს, რის შემდეგაც საღამოს მოწვეული მომღერლები: ელენე კალანდძე, სოფო ბედია, დათუნა სირბილაძე, ელდარ შოშიტაიშვილი და გუნდი "ლენდი" გააგრძელებენ, ხოლო კონცერტს ფაქო და ამიკო გაუძღვებიან.

კონცერტს ასევე დაესწრებიან იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები.

საშობაო კონცერტი 7 იანვარს, საღამოს 19:00 საათზე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

Print