ახალი ამბები
ქუთაისში უფასო საშობაო კონცერტი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი ჩატარდება.

კლასიკური მუსიკის საღამო 13 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, საღამოზე დასწრება თავისუფალი იქნება.

"ეს იქნება საჩუქარი ქუთაისელებისთვის, ჩატარდება კლასიკური მუსიკის საღამო, სადაც იმღერებენ ჩვენი თეატრის სოლისტები," - ამბობს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმზღვანელი ირინა ლომინაძე.

Print