ახალი ამბები
იანვრიდან მასწავლებელთა ნაწილი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს
FaceBook

2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზარდათ.


განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით მენტორ, უფროს და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი გაეზრდებათ. ასევე, 140 ლარით გაეზრდება მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე 10 000 მდე მასწავლების დანამატი.

ახალი დადგენილებით საჯარო სკოლებში სრული დატვირთვით მომუშავე უფროს მასწავლებელებს სახელფასო დანამატი 320 ლარით, წამყვანის 500, ხოლო, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელის 700 ლარით განისაზღვრა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სახელფასო დანამატი სრული დატვირთვით მომუშავე რამდენიმე კატეგორის მასწავლებლისთვის, კანონის ძალაში შესვლისთანავე ამოქმეედა და გაზრდილ ანაზღაურებას ისინი ინავრის თვიდან მიიღებენ.









 

Print