ახალი ამბები
ქუთაისში ელექტრომომარაგების ქვესადგურში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
FaceBook
ქუთაისის სარკინიგზო ხაზის ელექტრომომარაგების ქვესადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 37 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციის თანამად, რომელისაც "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი" ავრცელებს, შემთხვევა გასული წლის 30 დეკემბერს მოხდა.

"ტექნიკური უწესივრობის აღმოსაფხვრელად, ელმომარაგების ქვესადგურის ხელმძღვანელმა, 37 წლის დავით ჭელიძე შევიდა ქვესადგურის ჯიხურში, სამუშაო ადგილზე არ გახლდათ განათება და დასაქმებულს არ ჰქონდა შესაბამისი ინვენტარი, არასაკმარისი განათების გამო ჯიხურის კარი ღია დატოვა, გარედან შემოსული სინათლე არასაკმარისი აღმოჩნდა, შედეგად მოკლე ჩართვამ დასაქმებულის სიცოცხლე შეიწირა,"- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები დეტალებს არ ახმაურებენ. თუმცა, მუშაობთ მიზეზების დასადგენად. ჯიხურში უსაფრთხოების ზომები უნდა ყოფილიყო დაცული, ჯიხურს შესაბამისი განათება უნდა გააჩნდეს, ასევე რეზინის იატაკი, თანამშრომელს უნდა ჰქონოდა სპეცტანსაცმელი, რომელიც დენგამტარი უნდა ყოფლიყო", - აღნიშნა "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" აპარატის უფროსმა, პაატა ნინუამ.

ორგანიზაციის თქმით, ელმომარაგების სამსახურში უსაფრთხოების ზომების დაუცველობის პრობლემა დგას. მათივე ინფორმაციით, ამ მიზეზით გასულ წელს ორმა თანამშრომელმა მძიმე დაზიანება მიიღო.

"საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მონაცემებით, 2016 წელს კომპანიაში სამუშაო ადგილზე 5 გარდაიცვალა, დაზიანება კი 10–მა თანამშრომელმა მიიღო.



Print