ახალი ამბები
1 300 000 - მდე ღირებულების შადრევანი წყალტუბოში - მუსიკალური და ვიდეო ეფექტებით
FaceBook

წყალტუბოში შადრევნის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.


მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში არსებული შადრევანის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება.

შადრევნის საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, ძველი სამ აუზიანი შადრევანი მუსიკალური, დინამიური ჰიდროსისტემით და ფერადი განათებებით მოეწყობა.

პროექტში მითითებილია, რომ შადრევანის ორ მცირე აუზში ნატვრის ხის ქანდაკებები ჩაისმება, ხოლო დიდ აუზზე შესაძებელი იქნება წყლის ფარდაზე ვიდეო-შოუს ჩვენება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

წყალტუბოში შადრევნის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესცენტრის განმარტებით, ამ ეტაპზე პროექტის კორექტირება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 226 804 ლარია.





 

Print