ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი დაშავდა
FaceBook
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ჭიათურის მაღაროს სადისპეჩეროში აცხადებენ, რომ აფეთქება ფეთქვითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოხდა.

მათივე განმარტებით, შემთხვევის შედეგად ვახტის უფროსი და ფეთქვითი სამუშაოების მწარმოებელი დაზიანდნენ.

"სახის არეში მიიღეს დაზიანებები, თუმცა ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება," – განმარტავენ მაღაროს სადისპეჩეროში.


Print