ახალი ამბები
ქუთაისში თამბაქო გაძვირდა
FaceBook
ქუთაისში სავაჭრო ჯიხურებსა და მარკეტებში თამბაქოზე ფასი საშუალოდ 20-50 თეთრითაა გაზრდილი.

როგორც მარკეტებში განმარტავენ, მიმწოდებელმა კომპანიებმა გაძვირებული თამბაქო მაღაზიებში დღეიდან შეიტანეს.

"მარაგი რაც გვქონდა იგივე ფასში იყიდება, რაც დღეს მივიღეთ უკვე გაძვირებული ფასით ვყიდით,"  - ამბობენ მარკეტებში.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.

"საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები მე-9 მოწვევის პარლამენტს მთავრობის ახალმა შემადგენლობამ წარუდგინა.

ცვლილებები მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა.


Print