ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ბოლო სამ თვეში პრემია და დანამატი 175–მა თანამშრომელმა მიიღო
FaceBook
გასული წლის 30 სექტემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, ქუთაისის მერიაში პრემიისა და დანამატის სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემულმა თანხამ 40 252 ლარი შეადგინა.


ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელფასთან ერთად პრემია 10–მა თანამშრომელმა მიიღო, რამაც 4 700 ლარი შეადგინა, ხოლო 35 552 ლარი სახელფასო დამატის სახით მერიის 165 თანამშრომელზე გაიცა.

თუმცა, მერიამ პრემიისა და დანამატის გაცემის თარიღისა და ჯერადობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

გასულ წელს ქუთაისის მერიაში პრემიისა და დანამატისთვის ბიუჯეტიდან სულ 645 996 ლარი გაიცა.


Print