ახალი ამბები
საშობაო ღონისძიებები ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში საშობაო ღონისძიებები 7 იანვარს დღის თორმეტი საათიდან დაიწყება.



ქალაქის ცენტრალური მოედანზე საშობაო მსვლელობა მოეწყობა. "ალილოს" სიმღერით ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ნაი-ნაი" მოქალექეებს შობას მიულოცავს.

ნუგბარი, რომელიც მსვლელობის დროს შეგროვდება "დღის ცენტრებსა" და წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

საშობაო კონცერტი ჩატარდება 16:00 საათზე წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარში, სადაც საქველმოქმედო აქციის "გავუთბოთ ერთმანეთს გულები" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა ძალებით შეგროვებულ საჩუქრებს მოხუცებს დაურიგებენ.

მიმდინარე წლის 8 იანვარს მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 18:00 საათზე საბავშვო მიუზიკლი "საშობაო ზღაპარი" გაიმართება.

ოპერის თეატრში საშობაო კონცერტი, ასევე, 13 იანვარს 18:00 საათზე ჩატარდება.

 



 

Print