ახალი ამბები
როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს
FaceBook
იმისთვის რომ ნაბახუსევს გადავურჩეთ, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში თრობასა თავს აარიდებთ

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას.

თუმცა იმისთვის რომ  ნაბახუსევს გადავურჩეთ, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში თრობას თავს აარიდებთ:

ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.

ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.

დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.

ეცადეთ, ოთახი კარგად იყოს განიავებული, რადგან ჩახუთული ჰაერი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და სწრაფ თრობას.

სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ შეიძლება სხვადასხვა სიმაგრის ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა. მაგალითად, ღვინო, შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა, არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. თუ მათ ერთმანეთში აურევთ, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. თუ მაინც მოგიხდათ, სვით გრადუსის მატების მიხედვით.

ყოველი ჭიქის შემდეგ წაიხემსეთ. რეკომენდებულია მიირთვათ კარტოფილი, პური, მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. ნუ დააყოლებთ და ნურც გააზავებთ ალკოჰოლს გაზიანი სასმლით - ლიმონათით ან მინერალური წყლით, რადგან გაზის ბუშტუკები აჩქარებს ალკოჰოლის შეწოვას.
ნუ დათვრებით უგონოდ.

სმის პარალელურად იმოძრავეთ, მაგალითად, იცეკვეთ.

მოსწიეთ იშვიათად. უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოსწევთ. თამბაქო 1,5-2-ჯერ აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას.
წყარო:  mkurnali.ge

Print