ახალი ამბები
1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა
FaceBook
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.

"საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.

საქართველოს მთელ ტეტორიაზე, გამონაკლისების გარდა, სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარს შეადგენს.

ქვეყნის ტერიტორიების მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა კი წელიწადში 50 000 ლარიდან 1მლნ ლარის ჩათვლით ღირს.

ქუთაისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელმა პირმა, სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისთვის 200 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

30 000 ლარადაა შეფასებული ქუთაისში აზარტული კლუბის მოწყობა, ხოლო ტოტალიზატორის – 80 000 ლარად. 

საქართველოში სათამაშო ბიზნესს რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არეგულირებს.



Print