ახალი ამბები
"წიგნის მცველები" ქუთაისში - აქცია წიგნის კითხვის მოწოდებით
FaceBook
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აქცია სახელწოდებით "წიგნის მცველი" გამართა.
აქციის ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარედ, წიგნების გამოფენა მოეწყო,სადაც ყველა მონაწილეებმა თავიანთი ფავორიტი წიგნები წარმოადგინეს.
აღნიშნული აქცია 14 აპრილს დაიწყო, რომლის ფარგლებში მონაწილეები სოციალურ ქსელში ათავსებდნენ ფოტოს თავიანთ ფავორიტ წიგნთან ერთად და ხდებოდა მისი მცველი.
როგორც აქციის ორგანიზატორი ნატალი პატარიძე განმარტავს, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში წიგნის მნიშვნელობის შესხენებას ემსახურება.
"ამ აქციის აღნიშვნა დავიწყეთ 14 აპრილიდან სოციალური ქსელით და გამოჩნდნენ წიგნის მცველები, რომლებიც იცავდნენ ფავორიტი წიგნის ღირსებებს და ახდენდნენ კონკრეტულ პერსონაჟთა იდენტიფიცირებას. აქედან გამომდინარე, შემოგვიერთდა თბილისიც და პარალელურად იქაც იმართება ეს აქცია. წიგნის საერთაშორისო დღეს შევახსენებთ საზოგადოებას, რომ წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია",- ამბობს აქციის ორგანიზატორი, ნატალი პატარიძე.
აქციის მონაწილეების თქმით, წიგნის კითხვისკენ მოწოდებას და მსგავსი აქტივობების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.
"ყველას მოაქვს თავისი საყვარელი წიგნი. მე მოვიტანე "ფაუსტი" და ამ აქციით გვინდა ყველას მოვუწოდოთ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ, ვინაიდან წიგნის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისათვის," - ამბობს აქციის მონაწილე, სალი საკანდელიძე.
სალომე ბრეგაძე
Print