ახალი ამბები
ქუთაისში ნიღბიანმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცი ცემეს
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ცემა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დილის საათებში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 25 წლის ახალგარდა უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან ცემეს.

ნაცემი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულს თავის ქალის ტრავმა აქვს.

მედიკოსების თქმით,მას ცემის კვალი აღენიშნება და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცზე ყაჩაღური თავდახსმის ფაქტს უარყოფენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შსს–მ მომხარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Print