ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ წლის მუშაობა შეაჯამა
FaceBook
ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც 2016 წელს განახორციელეს.

შეხვედრაზე გამოყვეს ორი დიდი პროექტი: "ახალგაზდები ევროპისთვის" და "საზაფხულო ახალგაზრდული კინო სკოლა", რომელიც ნოვაციად შეფასდა.

პროექტზე "ახალგაზრდები ევროპისთვის" თავად მონაწილეებმა ისაუბრეს და შთამბეჭდავი მოვლენის კვალიფიკაცია მისცეს.

"2016 წელს ბევრი მცირე და დიდი პროექტი განხორციელდა და ასევე, დაიგეგმა 2017 წლისთვისაც", - აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, თამუნა ნიკოლეიშვილმა.

პრეზენტაციის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას ის ორი ფილმი -"პორტრეტები" და "ჩვენი ბაღი"- უჩვენეს, რომლებიც პროექტის საზაფხულო კინო სკოლა ახალგაზრდებისთვის ფარგლებში გადაიღეს მოსწავლეებმა.

Print